კატალოგი
ლოსოსის ხორცი ცომში
| ბეჭდვა |
თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, მოვასხუროთ ლიმონის წვენი. ფქვილის, კვერცხის, ლუდისა და მარილისაგან მოვამზადოთ ცომი და დავდგათ 1 საათით. თევზის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ მომზადებულ ცომში და მოვათავსოთ მდუღარე ზეთიან ტაფაში ისე, რომ თევზის ნაჭრები შიგნით დაცურავდნენ. ვწვათ მზადყოფნამდე. მზა თევზი სუფრაზე მივიტანოთ ბრინჯთან ან ტომატის სოუსთან ერთად.
მასალა:
2-3 პორციაზე
500 გრამი ლოსოსის ხორცი ან სხვა თევზის ფილე
1 ჭიქა ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1/8 ლიტრი ღია ფერის ლუდი
½ ლიმონი
მარილი
შესაწვავად საჭირო მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი

ბატკნის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გ...

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ, მოვაც...

კარაქში დარბილებამდე მოვხრაკოთ ხახვ...

კარტოფილი და ვაშლი გავასუფთავოთ, გა...

კარაქში გავხსნათ შაქარი, დავუმატოთ ...

კარაქი გავაცხელოთ და შევწვათ მასში ...


