კატალოგი
ნამცხვარი ლიმონით
| ბეჭდვა |
3 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 200 გრამი გამდნარი კარაქი, დავაყაროთ იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი.
ცომი გავყოთ ორ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.
გავაკეთოთ კრემი შემდეგნაირად: ერთი საშუალო ზომის ლიმონი კანიანად და ერთი ჩაის ჭიქა ქიშმიში გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და წავუსვათ ფენებს შორის. ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური").
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
კარაქი - 200 გრამი
ლიმონი - 1 ცალი
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
ცალკე მასალა შოკოლადის მინანქრისათვის
პოპულარული რეცეპტი

მარილი, შაქარი, ლიმონის ცედრა და ვა...

გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ...

ნიორი, 3 პატარა თავი ხახვი წვრილად ...

გარეცხილი, გასუფთავებული ბრიუსელის ...

გველთევზა გავასუფთავოთ და დავჭრათ 5...

კარგად გასუფთავებული მსუქანი ქათამი...


