კატალოგი
მწვანე ლობიოს სალათა
| ბეჭდვა |
მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად. ლობიოს გავაცალოთ ძაფები, მსხვილი ღერები დავყოთ 2-3 ნაწილად, ვხარშოთ მარილიან წყალში მზადყოფნამდე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავდგათ დასაწურად, შემდეგ შეხვეული დავდგათ თბილ ჯამში. მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ ნაჭრებად, შევურიოთ მწვანე ლობიოს. გავადნოთ 1 ჩაის კოვზი კარაქი, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი სალა, ცოტა გავადნოთ და დავამატოთ ბოსტნეულს. ძმარი მოვხარშოთ, დავამატოთ სალათას, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, გახეხილი მუსკატის კაკალი. წვრილად დავჭრათ ხახვი და ოხრახუში და ავურიოთ სალათში. ზამთარში ეს სალათა შეგვიძლია მოვამზადოთ დაკონსერვებული პროდუქტებისაგან.
მასალა:
500 გრამი ნაზი მწვანე ლობიოს ღერები
500 გრამი კარტოფილი
100 გრამი სალა
ცოტა ძმარი
1 თავი ხახვი
კარაქი ან მარგარინი
მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი
ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი

ქვაბში ჩავასხათ რძე და ავადუღოთ. მე...

ქათამი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და და...

ახალი მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამ...

მსხვილმარცვლა ყურძნის მტევნები დავმ...

სოსისები გავჭრათ სიგრძეზე, კუბიკება...

გარეცხილი, წვრილ ზოლებად დაჭრილი კო...


