კატალოგი
მოხრაკული ქათამი
| ბეჭდვა |
მსუქანი ქათამი გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვხრაკოთ. ნიგოზი, მარილი, ქინძი ერთად დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და შევინახოთ ცალკე ჭურჭელში. ქათამს მოხრაკვისას ჩავაყაროთ დანაყილი მიხაკი, დარიჩინი, ნიორი, ნიგოზი, პილპილი, დანაყილი ქინძი; დავასხათ ძმარი, კარგად ავურიოთ და მოვშუშოთ. როცა მზად იქნება, გადავიღოთ ლანგარზე და მოვასხათ გამოხდილი ზეთი.
მასალა:
ქათამი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3 თავი
ქინძი - 4 ძირი
ნიორი - 1 კბილი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
მარილი, მიხაკი, დარიჩინი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ძეხვები 10 წუთით ცავაწყოთ ცხელ წყალ...

ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში ...

ცხვრის ხორცის ბუღლამა ბადრიჯნით ისე...

ახალი, ან დაკონსერვებული ატმის ნაჭრ...

ბროწეულიდან გამოვწუროთ წვენი, დავუმ...

რაზე ოცნებობს ბეღურა......


