კატალოგი
ქათამი იმერულად
| ბეჭდვა |
კარგად გასუფთავებული მსუქანი ქათამი დავჭრათ. მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. ცავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად მოვხრაკოთ, შეწითლებამდე.
წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ნედლი ქინძი. ყველაფერი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წყალი და დავასხათ მოხრაკულ ქათამს. 5-10 წუთის დუღილის შემდეგ კერძი მზად იქნება.
მასალა:
ქათამი
ხახვი - 2-3 თავი
ხმელი სუნელი - 1 სუფრის კოვზი
ქინძი - 3 ძირი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ღომის მარცვლები გავარჩიოთ, რამოდენი...

გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარეწყლიან...

გელაქნური გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭ...

ორივე სახის ხორცი და ტკბილი წიწაკა ...

ვინაიდან თიხის ჯამების საშუალება ოჯ...

მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, მჟავე კ...


