კატალოგი
ცხვრის ხორცი შამფურზე ნივრის საწებლით
| ბეჭდვა |
ხორცის მცირე ნაჭრები ჩამოვაცვათ შამფურზე ხახვის ნაჭრებთან ერთად, კარგად მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ. ხორცთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ ნივრის სოუსი, რომლის მოსამზადებლადაც უნდა ავურიოთ 10 ცალი გახეხილი ნუშის მარცვალი, 2 სუფრის კოვზი რბილი პურის მარცვლები, ½ ჭიქა მცენარეული ზეთი, 1 კვერცხის გული, ½ ლიმონი, მარილი. ნიორი, ნუში და პურის მარცვლები დავნაყოთ, დავუმატოთ კვერცხის გული და მუდმივი მორევისას თანდათან ვამატოთ ზეთი. ბოლოს დავამატოთ მარილი და ლიმონის წვენი. დავდგათ ცივ ადგილას.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი
მრგვალად დაჭრილი ხახვი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

მოხარშულ წყალში მოვხარშოთ ბრინჯი, გ...

6 კვერცხის დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩაის ...

4 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, დავუმატო...

შაქარი ავსრისოთ კარაქთან ერთად, დავ...

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ, შევ...

სამ ჩაის ჭიქა პურის ფქვილს თანდათან...


