კატალოგი
ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ ცალკე ჭურჭელში და შევინახოთ.
ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატთ კარაქი ან ერბო და ვხრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეწვას. მოხრაკულ ფრინველის ხორცს დავასხათ მისივე წვენი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), პილპილითა და მარილით.
მასალა:
ქათამი ან ვარია
ხახვი - 4-5 მოზრდილი თავი
კარაქი ან ერბო - 100-150 გრამი
მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ზეთი გავაცხელოთ, მსუბუქად მოვხრაკოთ...

სტუმართმოყვარე ყაზახები...

მსხვილი, თეთრი ლობიო ჩავდგათ წყალში...

ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხ...

გადარჩეული, გარეცხილი, მსხვილი ხორბ...

მწვანე ხურტკმელი გადავარჩიოთ, მოვაც...


