კატალოგი
დაჭრილი წითელი პამიდორი (ზამთრისათვის)
| ბეჭდვა |
საღი, წითელი პამიდორი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად, ისე როგორც სადილისათვის ვჭრით (პამდორი შეიძლება იყოს კანიანად და შეიძლება კანგაცლილიც), შევდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. ადუღებისთანავე ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ოხრახუში, რეჰანი; ვხარშოთ 25-30 წუთი, შევაგემოთ მარილით და გადმოვდგათ; დავაყოვნოთ დაახლოებით 5 წუთი, რომ ცოტა შეგრილდეს; ჩავასხათ მშრალ ქილებში და ცხელივე მოვხუფოთ თუნუქის სახურავებით. ქილები გავაცივოთ გადმობრუნებულ მდგომარეობაში (სტერილიზაცია არ უნდა).
მასალა:
წითელი პამიდორი - 5 კილოგრამი
ბულგარული წიწაკა - 1 კილოგრამი
მწვანილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ყველა სახის მწვანილი წვრილად დავჭრა...

2 კვერცხი და 3-4 სუფრის კოვზი შაქრი...

ნახევარ ლიტრ წყალში გავსხნათ 5 ჩაის...

თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ...

ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად,...

კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი კ...


