კატალოგი
ზეთში მოხრაკული ბადრიჯანი
ბეჭდვა |
ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ მრგვალად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 0,5-1 საათი; გავწუროთ ისე, რომ ფორმა არ დაეკარგოს და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში.
ხახვი დავარჩიოთ, დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში.
ავიღოთ ერთი ჭიქა ადუღებული ცივი წყალი, ჩავამატოთ ძმარი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, წიწაკა, ძმარი და წამოვადუღოთ. ეს მასალა დავასხათ შემწვარ ბადრიჯანს, დავაყოვნოთ ერთი დღე-ღამე; გავუსინჯოთ მარილი, თუ საჭიროა დავამატოთ. ჩავდოთ მინის ქილებში, დავასხათ ზემოდან ზეთი, მოვუკრათ პირი და შევინახოთ გრილ ადგილას.
მასალა:
ბადრიჯანი - 5 კილოგრამი
ხახვი - 1,5-2 კილოგრამი
ზეთი - 1 ლიტრი
ნიორი - 200 გრამი
ხმელი ქინძი - 3-4 ჩაის კოვზი
ზაფრანა - 3-4 ჩაის კოვზი
წიწაკა - 200 გრამი
პოპულარული რეცეპტი
კერძი ქოთანში...
ღამით დამბალი ლობიო მოვხარშოთ. დაჭრ...
კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ ...
ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავშა...
გულუხვი და ხელგაშლილი...
ტაფა კარგად გავაცხელოთ ცეცხლზე, კვე...