კატალოგი
წითელი პამიდვრის მწნილი (მოხუფული)
| ბეჭდვა |
გადარჩეული, გარეცხილი, მაგარი, წითელი პამიდვრები ხის ჩხირით დავჩხვლიტოთ. მინის ქილაში ძირში ჩავაწყოთ ფენებად პამიდორი, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, ბულგარული წიწაკა, კამა. გავიმეოროთ ასე ჩაწყობა, სანამ ქილა არ შეივსება.
წინასწარ მოვადუღოთ ერთ ლიტრ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი, ერთი ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი ძმარი; მოდუღებული მარილწყალი ცხელივე დავასხათ პამიდვრებს, მოვხუფოთ თუნუქის სახურავით და შევინახოთ გრილ ადგილას.
პოპულარული რეცეპტი

ქაშაყი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ფხებ...

წყალში ჩავყაროთ შაქარი და კოჭა და ვ...

ქათამი გავასუფთავოთ და გამოვშიგნოთ,...

მწვანე ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხ...

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი...

ერთი ცხვრის გულ-ღვიძლი თავისი ფარით...


