კატალოგი
მწვანე პამიდვრის მწნილი ბოსტნეულის ჩასართავით
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული საღი მწვანე პამიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები; შემდეგ გავრეცხოთ ცივ წყალში და გავჭრათ თითოეული შუაზე მრგვალად ისე, რომ ერთიმეორეს არ მოშორდეს. ამავე დროს გავარჩიოთ და გავრეცხოთ ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში. ნიახურის ფოთლები, მივუმატოთ მწვანე წიწაკა, გარჩეული ნიორი და ყველა ესენი დავკეპოთ ძალიან წვრილად; ამრიგად მომზადებული ბოსტნეულების ჩასართავი მოვათავსოთ სუფთა ჭურჭელში. შემდეგ შუაზე გაჭრილ პამიდვრებს  მოვაყაროთ მარილი და ჩავურთოთ ბოსტნეულის მზა ჩასართავი, თითოს დაახლოებით 10 გრამი; შევაერთოთ და ჩავალაგოთ თიხის ან მინის ჭურჭელში, ისე, რომ მთლიანად გაივსოს. დავახუროთ თავი და დავდგათ გრილ ადგილას. პამიდორი თვითონ გამოუშვებს სითხეს იმდენს, რომ დაიფაროს. 10 დღის განმავლობაში იგი უკვე დამჟავდება. მასალა: პამიდორი - 1 კილოგრამი მარილი - 25 გრამი წიწაკა - 10 გრამი ნიორი - 50 გრამი ნიახურის ფოთლები - 100 გრამი კამა და ოხრახუში - 100 გრამი ქინძი - 20 გრამი