კატალოგი
თავი კომბოსტოს მწნილი
| ბეჭდვა |
შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზომის მაგარი, თეთრი თავები, მოვაშოროთ უვარგისი ფოთლები; შემდეგ თითოეული თავი გავჭრათ შუაზე ან ოთხად და გავთუთქოთ მდუღარე წყალში. ამის შემდეგ, გავაგრილოთ და ჩავალაგოთ სუფთა კასრში ან ქილაში. ჩაწყობის დროს კომბოსტოზე ფენებად მოვაყაროთ გათუთქული ნიახურისა და ოხრახუშის ფოთლები თავისი ძირებით; ამასთან ერთად მოვაყაროთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა, გაფცქვნილი და სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო, ნიორი, წვრილად დაჭრილი ძალიან წითელი ჭარხალი, რომელიც მწნილს წითელ ფერს მისცემს. დავასხათ მოდუღებული და გაციებული მარილწყალი იმდენი, რომ კომბოსტოს ფარავდეს.
მასალა:
კომბოსტო - 1 კილოგრამი
მარილი - 25 გრამი
ნიახური - 300 გრამი
ოხრახუში - 200 გრამი
ჭარხალი - 300 გრამი
დაფნის ფოთოლი - 5 გრამი
ნიორი - 10 გრამი
წიწაკა - 3 გრამი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დ...

1 სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილი ჩა...

მოვზილოთ საფუარიანი ცომი როგორც ზემ...

გადარჩეული, გარეცხილი ჭინჭარი მოვხა...

2 კვერცხი და 3-4 სუფრის კოვზი შაქრი...

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად დ...


