კატალოგი
მწვანე ლობიოს ბორანი
ბეჭდვა |
მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავტეხოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ლობიო დაიფაროს, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა ლობიო მოიხარშება, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი, რეჰანი, ქონდარი, ტარხუნა, ოხრახუში, კამა, ქინძი, მარილი და დანაყილი დარიჩინი. დავასხათ ერბო და მოვშუშოთ. ავიღოთ კარგად გასუფთავებული, გარეცხილი წიწილები და შევწვათ ტაბაკად. თითო შემწვარი წიწილა დავჭრათ ექვს ნაწილად. ლანგარზე ერთ წყებად დავდოთ ერბოში მოშუშული ლობიო, ზედ დავალაგოთ წიწილის ნაჭრები, ზემოდან ისევ ლობიო, რომ წიწილწბი დაფაროს. შეიძლება მოვასხათ სქელი მაწონი ან არაჟანი და მოვაყაროთ ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი.
მასალა:
მწვანე ლობიო - 1 კილოგრამი
წიწილა - 2 ცალი
ერბო - 150-200 გრამი
მაწონი ან არაჟანი - 0,5 კილოგრამი
რეჰანი - 8 ძირი
ახალი ხახვი - 10-12 ძირი
მწვანილი - 4-4 ძირი
დარიჩინი - 2 ჩაის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
მსუქანი ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი...
მითითებული კომპონენტებისაგან მოვამზ...
სუპისათვის საჭირო მწვანილი გავასუფთ...
ხორცს გავაცალოთ ნეკნები, გულ-მკერდი...
ფქვილი გავცრათ, შუაში გავუკეთოთ ჩაღ...
თევზი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ შიგ...