კატალოგი
გოგრის მურაბა
| ბეჭდვა |
გოგრას ქერქი მოვაცილოთ, გამოვჭრათ სხვადასხვა ფიგურები. დავაყაროთ ნახევარი კილოგრამი შაქრის ფხვნილი და გავაჩეროთ გრილ ალაგას, სანამ წვენს არ გამოყოფს.
ლიმონს თხლად შემოვაჭრათ კანი (ცედრა), დავკეპოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, დავაყაროთ ზედ დარჩენილი შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა სიროფი ლიმონის ქერქიანად ადუღდება, ცეცხლი შევანელოთ და 30 წუთი ვადუღოთ. ცხელი სიროფი დავასხათ შაქარმოყრილ გოგრას, დავუმატოთ ერთი ლიმონის წვენი და მოვხარშოთ, სანამ გოგრა გამჭვირვალე არ გახდება. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.
მასალა:
გოგრა - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი
ლიმონი - 1 ცალი
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

წიწილის კუჭმაჭი მოვხარშოთ, წვრილად ...

კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად კარგ...

პამიდორი, ხახვი, ტკბილი წიწაკა და მ...

კომბოსტო დავჭრათ თხელ ზოლებად, ჩავყ...

დავჭრათ კარაქი მომცრო ნაჭრებად, მივ...

წვიმა, ლუდი და ცხვრის გულ-მკერდი...


