კატალოგი
თეთრი ყურძნის მურაბა
| ბეჭდვა |
მსხვილმარცვლა ყურძნის მტევნები დავმარცვლოთ და ჩავყაროთ შესაფერ ჭურჭელში, მერე დავაყაროთ ზედ შაქრის ფხვნილი და რამოდენიმე საათი გავაჩეროთ გრილ ალაგას. დანარჩენი შაქრის ფხვნილით და წყლით მოვხარშოთ სიროფი. მოხარშული სიროფი შევაგრილოთ, ჩავყაროთ შიგ შაქრიანი ყურძენი და ვადუღოთ ნახევარი საათი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და რამოდენიმე საათი გავაჩეროთ, დავდგათ ისევ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება და ყურძნის მარცვლები ჭურჭლის ფსკერზე არ მოთავსდება.
მასალა:
ყურძნის მარცვლები - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი
წყალი - ¾ ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყ...

ქვაბში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავ...

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ...

ფქვილი გავცრათ, დავამატოთ 1 სუფრის ...

ხორცი ხის ჩაქუჩით კარგად დავბეგვოთ ...

2 ჩაის ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი ...


