კატალოგი
თეთრი ბლის მურაბა
| ბეჭდვა |
ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხილად გამოვაცალოთ კურკა; მოვაყაროთ შაქრის ფხვნილის ნახევარი (500 გრამი). გავაჩეროთ, სანამ სიროფს მოვადუღებთ. წყალი ავადუღოთ, ჩავყაროთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი და მოვადუღოთ სიროფი; ჩავყაროთ შაქრიანი ბალი და ვადუღოთ 15-20 წუთი. ცეცხლიდან გადმოვიღოთ და გავაცივოთ. რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ ცეცხლზე შევდგათ და ვადუღოთ, სანამ სიროფი საკმაოდ არ შესქელდება, ხოლო თვით ბალი ყვითელ ქარვისფერს არ მიიღებს. დავამატოთ ცოტა ვანილი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაგრილოთ, ჩავასხათ ქილებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ გრილ ადგილას.
მასალა:
თეთრი ბალი (უკურკო) - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი
წყალი - ¾ ჩაის ჭიქა
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

200 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ...

ფქვილის, კარაქის, კვერცხისა და მარი...

კარგად გარეცხილი მსუქანი ცხვრის ხორ...

კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მ...

ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად მ...

ავიღოთ მთლიანი ძროხის ბეჭი საკნატელ...


