კატალოგი
ფორთოხალ-ლიმონის სასმელი
| ბეჭდვა |
1 კგ ფორთოხალს ყვითელი კანი თხლად ავათალოთ; კანს დავასხათ ერთი ლიტრი ადუღებული წყალი და დავდგათ 24 საათით. შემდეგ მიქსერით ავთქვიფოთ და საცერში გავწუროთ. განაწურ ფორთოხლის კანს დავასხათ კიდევ ერთი ლიტრი ანადუღარი, შეგრილებული წყალი და კვლავ ავთქვიფოთ, შემდეგ კი გავწუროთ დოლბანდში.
დავჭრათ 1 ლიმონი კანიანად და 2 გაფცქვნილი ფორთოხალი; დავასხათ ერთი ლიტრი ადუღებული წყალი და მიქსერით ავთქვიფოთ. გავწუროთ დოლბანდში.
ამგვარად მიღებულ 3 ლიტრ წვენში ჩავყაროთ 500 გრამი შაქრის ფხვნილი, კარგად მოვურიოთ და თავდახურული შევდგათ მაცივარში. სუფრაზე მიტანისას ჩავყაროთ შიგ ყინული.
პოპულარული რეცეპტი

სიმწიფეში შესული საღი, მწვანე პამიდ...

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრე...

შინდი გადავარჩიოთ და გავრეცხოთ. ჭურ...

ტორტილიასის ცომისაგან მოვამზადოთ თხ...

ვარდკაჭაჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,...

ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრე...


