კატალოგი
ნამცხვარი ნიგვზით
ბეჭდვა |
5 მთლიანი კვერცხი ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად გავთქვიფოთ; დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩაის ჭიქა ნიგოზი, 100 გრამი თაფლი. ყველაფერი კარგად ავურიოთ, დავამატოთ ძმარში გახსნილი სოდა, დავაყაროთ დაახლოებით 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად (მეოთხე პატარა, ზემოდან მოსაყრელად). თითოეული დავაწყოთ ცალ-ცალკე მრგვალ ფორმაზე, რომელსაც დაფენილი ექნება ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ორი კვერცხი გავთქვიფოთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქქის ფხვნილთან ერთად; დავამატოთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი, დავასხათ ორი ჩაის ჭიქა მდუღარე რძე, დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე, თან სულ ვურიოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.
300 გრამი კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავამატოთ მოხარშული კრემი, ვანილი და მიქსერით კარგად გავთქვიფოთ.
თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ერთმანეთზე, ზემოდანაც და გვერდებზეც წავუსვათ კრემი, დავფხვნათ პატარ-პატარა ფირფიტა და მოვაყაროთ.
მასალა:
კვერცხი - 7 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2,5 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
თაფლი - 100 გრამი
ფქვილი - 2,5 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
ვანილი - გემოვნებით
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი
მოცემული პროდუქტებისაგან სწრაფად მო...
კარპი დავყოთ პორციებად, დავასხათ ძმ...
ხახვი დავჭრათ და ოდნავ მოვხრაკოთ ქვ...
გაცრილი ფქვილისაგან მოვზილოთ ცომი, ...
დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...
2 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფ...