კატალოგი
ღვეზელი ვაშლით
| ბეჭდვა |
150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ერთი ცალი გათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, 0,5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დავაყაროთ ფქვილი, მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი და გავაჩეროთ 3-4 საათი; ცომი გავაბრტყელოთ მრგვალ, ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და ზემოდან წავუსვათ რომელიმე ხილის სქელი პიურე.
ავიღოთ 3-4 ცალი დიდი ვაშლი, გავთალოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შემოვულაგოთ ნამცხვარს ირგვლივ (გვირგვინისებურად); ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, დარიჩინი და შევდგათ გამოსაცხობად საშუალო სიმხურვალის აირღუმელში. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალა:
კარაქი - 150 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 1 ცალი
ცივი წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
პიურე - 250 გრამი
ვაშლი - 3-4 ცალი
დარიჩინი, შაქრის პუდრა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეულ, გარეცხილ თეთრ ბალს კურკა...

კარაქი და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად, ...

კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ მსხვი...

ხორცი დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად...

ოთხი ცალი კვერცხი მთლიანად კარგად ა...

250 გრამი მდუღარე რძეში ჩავყაროთ ნა...


