კატალოგი
ვაშლი გახვეული ცომში
ბეჭდვა |
4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, თანდათან დავამატოთ სამი სადილის კოვზი გამდნარი კარაქი, დავასხათ მესამედი ჩაის ჭიქა რძე, შაქრის ფხვნილი, დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და ნელ-ნელა დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა. ცომი უნდა გამოვიდეს არაჟნის სისქის.
ვაშლი (უმჯობესია "ანტონოვკა" ან რომელიმე რბილი ჯიშის) გავფცქვნათ, ამოვჭრათ გული და დავჭრათ თხელ რგოლებად 0,5 სანტიმეტრი სისქის, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და ასე გავაჩეროთ ნახევარი საათი. ამის შემდეგ, ავიღოთ ჩანგლით თითოეული ნაჭერი, ამოვალაგოთ ცომში და დავალაგოთ ტაფაზე, რომელზეც დასხმული იქნება გაცხელებული ერბო; ვაშლი შევწვათ ნელ ცეცხლზე, სანამ ორივე მხრიდან არ გავარდისფერდება. შემწვარი ვაშლი ცხიმიანად შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში 5-10 წუთით. როცა მზად იქნება, ვაშლები დავალაგოთ თეფშზე, მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ამ ნამცხვართან ერთად სუფრაზე შეიძლება მივიტანოთ რომელიმე ვაჟინი და არაჟანი.
მასალა:
ვაშლი - 0,5 კილოგრამი
კვერცხი - 4 ცალი
კარაქი - 3 სუფრის კოვზი
რძე - 0,5 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 0,5 ჩაის ჭიქა (შაქრის პუდრა მოსაყრელად)
პოპულარული რეცეპტი
ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გა...
სოსისები გავჭრათ სიგრძეზე, კუბიკება...
ფქვილი გავხსნათ და ავურიოთ რძეში, ჩ...
ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი, ჩ...
ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დ...
ძროხის ახალი, მსუქანი ცურები გავასუ...