კატალოგი
ნამცხვარი ”ლელა”
ბეჭდვა |
4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ 3 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კვერცხის გულები, 6 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი, ერთი ჩაის ჭიქა მაწონი ან არაჟანი, ნახევარი კოლოფი კაკაო, სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი, 3 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავყოთ სამ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.
მოვამზადოთ კრემი შემდეგნაირად: 250 გრამი კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავამატოთ ერთი კოლოფი შესქელებული რძე და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. ასევე თანდათან დავამატოთ ერთი ჩაის ჭიქა მოხალული, დაჭრილი ნიგოზი. ფირფიტებს წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ერთმანეთზე, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
მასალა:
კარაქი - 250 გრამი (კრემისათვის) 6 სადილის კოვზი (ცომისათვის)
კვერცხი - 4 ცალი
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
მაწონი ან არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 50 გრამი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვ...
ხორცს დავასხათ მცირე რაოდენობის წყა...
ალუბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ; მურ...
ბრინჯი გავრეცხოთ და მოვხარშოთ, გადა...
წიწაკა გავრეცხოთ და გავასუფთავოთ თე...
ფქვილისა და მარილიანი წყლისაგან მოვ...