კატალოგი
შვეიცარული ფონდიუ - ომლეტის ნაირსახეობა
| ბეჭდვა |
ფაიფურის ცეცხლგამძლე ჭურჭელს შიგნიდან წავუსვათ ნიორი და ამ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე გავაცხელოთ ღვინო. ყველი გავხეხოთ ან დავჭრათ წვრილ კუბიკებად, გავადნოთ ღვინოში, თან ვურიოთ ხის კოვზით (ვურიოთ რვიანისებურად). ვაცალოთ ყველს წამოდუღება მაღალ ცეცხლზე. მცირე რაოდენობის ცივ წყალში გავხსნათ სახამებელი, დავამატოთ მუსკატის კაკალი და პილპილი და ჩავასხათ ალუბლის ნაყენი. ყველაფერი ავურიოთ. ფონდიუ მზადაა, ახლა ის უნდა დავდგათ დაბალ ცეცხლზე - ძალიან მსუბუქად და თანაბრად უნდა იდუღოს.
ფონდიუსთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ ოდნავ შეწითლებული პურის ნაჭრები. ასევე მივიტანოთ პილპილი.
მასალა:
6 პორციაზე
600 გრამი ემენტალის ყველი
½ კბილი ნიორი
½ ჭიქა მსუბუქი თეთრი ღვინო
1-1 ½ კოვზი სახამებელი
2 ლიქიორის ჭიქა ალუბლის ნაყენი
პილპილი
მუსკატის კაკალი
თეთრი პური
პოპულარული რეცეპტი

200 გრამი კარაქი და 1 ჩაის ჭიქა შაქ...

ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარ...

წვრილად დაჭრილი ვაშლი ჩავყაროთ ტაშტ...

კომბოსტო დავჭრათ თხელ ზოლებად, მოვა...

მიწისთხილი დავნაყოთ, პამიდორი გავას...

ვიჩინა წვრილად დავჭრათ, კვერცხები ა...


