კატალოგი
ფენოვანი ტორტი შესქელებული რძით
| ბეჭდვა |
2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, შევურიოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, სოდა - გახსნილი ძმარში, დავაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავყოთ სამ ნაწილად; ტორტის ყალიბში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი და ზედ გავაბრტყელოთ ცომის ერთი ნაწილი (ხელი ცივი წყლით უნდა დავისვენოთ); ასე გამოვაცხოთ სამი ფირფიტა.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 1 ქილა შესქელებული რძე წინასწარ მოვხარშოთ (2-3 საათის განმავლობაში), როცა გაცივდება გადმოვიღოთ და შევათქვიფოთ 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი.
გამომცხვარ ფენებს წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ; კრემი ზემოდანაც წავუსვათ და მოვაყაროთ ევრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი.
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
ნიგოზი - 1,5 ჩაიშ ჭიქა
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი

კერძის მომზადების წინა ღამეს ღორის ...

მინდვრის სხვადასხვა სახის ფოთლოვანი...

ერთი ლიმონის გახეხილი ქერქი, წყალი ...

ქაშაყი გავასუფთავოთ, თითოეული გავჭრ...

გველთევზა კარგად გავასუფთავოთ, გავა...

ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზ...


