კატალოგი
ფქვილის ”კლიოცკები”
| ბეჭდვა |
წყალი წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი და მარგარინი. წამოვადუღოთ მასში ფქვილი ისე, რომ ჭურჭლის ფსკერზე წარმოიქმნას ერთი დიდი "კლიოცკა". ჭურჭელი გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ კვერცხი და დაჭრილი ოხრახუში, შევურიოთ ეს ყველაფერი მიღებულ წებოვან მასას, რომლიდანაც ცივ წყალში გავლებული სუფრის კოვზით გავაკეთოთ "კლიოცკები" და მოვხარშოთ ისინი მარილიან წყალში. სუფრაზე ხბოს ხორცთან ერთდ მივიტანოთ.
მასალა:
2-3 პორციაზე
40 გრამი მარგარინი
150 გრამი ფქვილი
2 ცალი კვერცხი
250 გრამი წყალი
2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება, ჩავას...

ყველა პროდუქტი ერთმანეთში ავურიოთ დ...

გოგრას ქერქი მოვაცილოთ, გამოვჭრათ ს...

ბოსტნეული და მწვანილი მსხვილად დავჭ...

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაშ...

ხორცი და სალა 2-3-ჯერ გავატაროთ ხორ...


