კატალოგი
ტორტი შოკოლადის (მესამენაირად)
ბეჭდვა |
დავჭრათ კარაქი მომცრო ნაჭრებად, მივუმატოთ შაქარი, ფქვილი, კაკაო, ვანილი, მარილი; ყოველივე ეს დანით დავკეპოთ ისე, რომ მივიღოთ ცხიმიანი დაფშვნილი მასა. დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის გული, მერე ცომი სწრაფად მოვზილოთ და ნახევარი საათის შემდეგ მაცივარში შევდგათ. შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილიან ტაფაზე, გავაბრტყელოთ 5-7 მმ სისქეზე, მივცეთ კვადრატის ფორმა და ჩავდოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში. ცომი რამდენიმე ადგილზე ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ ცხელ ღუმელში გამოსაცხობად, დაახლოებით 20-30 წუთი.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ერთი სუფრის კოვზი ფქვილი მოვხალოთ ისე, რომ ღია მოყვითალო ფერი მიიღოს, გავაგრილოთ და ავურიოთ კვერცხის გულში. ეს ნარევი წვრილ ნაკადად ჩავუშვათ დუღილამდე მიყვანილ დამტკბარ რძეში, თან 5-6 წუთის განმავლობაში ვურიოთ, ვიდრე შესქელდებოდეს. შემდეგ ჩავუმატოთ ვანილი და წვრილად დაფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
მასალა:
კარაქი - 150 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
კაკაოს ფხვნილი (ან ხსნადი ყავა) - 50 გრამი
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
რძე - 1 ჩაის ჭიქა
შოკოლადი - 150 გრამი
• ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ხორცის მცირე ნაჭრები ჩამოვაცვათ შამ...
დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...
საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავამა...
სტუმართმოყვარე ყაზახები...
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, მო...
ქორფა, ახალი კიტრი გადავარჩიოთ, გავ...