კატალოგი
ტორტი შოკოლადის
ბეჭდვა |
რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე; თანდათან დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება, ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სპეციალური მოსართავით.
შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
1 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრას შევურიოთ 50 გრამი კაკაოს ფხვნილი, დავასხათ 0,5 ჩაის ჭიქა მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ.
300 გრამი კარაქი ავზილოთ, გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას.
მასალა:
კვერცხი - 8 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
შაქრის პუდრა - 1 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 1 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
კაკაოს ფხვნილი - 50 გრამი
რძე - 0, 5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
გავასუფთავოთ ნიახური და გავხეხოთ მს...
წიწაკის ღერებს გავაცალოთ თესლი, გავ...
ერთი ცხვრის გულ-ღვიძლი თავისი ფარით...
ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფ...
წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ...
ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მ...