კატალოგი
ტორტი დათუნია (მეორენაირად)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
კვერცხის გულები გავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად; დავამატოთ 2-3 სყფრის კოვზი თაფლი, სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული - 1 ჭიქა ნიგოზი, ცილა - კარგად გათქვეფილი მიქსერით; ყველაფერი ეს ავურიო, დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ცომი სქელი არაჟნის სისქის უნდა იყოს), გავყოთ ორად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.
კრემის მომზადების წესი:
ერთი ქილა შესქელებული რძე ვადუღოთ წყალში სამი საათის განმავლობაში. როცა კარგად გაცივდება, თანდათან შევურიოთ წინასწარ გათქვეფილ კარაქში.
ერთ ფენა ცომს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი და მოხალული ნიგოზი, დავაფაროთ მეორე ფენა, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვატაროთ დაჭრილი ნიგოზი და დაფხვნილი შოკოლადი.
მასალა:
კვერცხი - 7 ცალი
თაფლი - 3 სუფრის კოვზი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
შესქელებული რძე - 1 ქილა
კარაქი - 150 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
შოკოლადის ფილა - 1 ცალი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცომი სწრაფად მოვზილოთ და დავდგათ ½ ...

კიტრი გავთალოთ, დავჭრათ საშუალო ზომ...

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრ...

კარგად გასუფთავებული და თბილ წყალში...

მოვზილოთ საფუარიანი ცომი როგორც ზემ...

ნაღები, კვერცხის გულები, ყველი და ღ...