კატალოგი
ტორტი დათუნია
ბეჭდვა |
კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ მაწონი, სოდა - გახსნილი ძმარში, მარილი, გამდნარი კარაქი და მოვზილოთ ნაზი, რბილი ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად, თითოეული ცომი გუნდა თუნუქის ფურცელზე გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ.
მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, თანდათან დავუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი და გავაგრძელოთ თქვეფა. ეს მასა გავტოთ ორად. წავუსვათ გამომცხვარ ფირფტას, დავაფაროთ მეორე ფენა, კიდევ წავუსვათ, დავაფაროთ მესამე ფენა. ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.
შოკოლადის მინანქრის მომზადების წესი:
2 სუფრის კოვზ კააკოს დავაყაროთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, დავასხათ სამი სუფრის კოვზი რძე ან წყალი, 50 გრამი კარაქი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წამოდუღებას დაიწყებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხელივე წავუსვათ ზემოდან ტორტს.
მასალა:
კვერცხი - 4 ცალი
შაქრის ფხვნილი (ცომისათვის) - 1 ჩაის ჭიქა
მაწონი - 1 ჩაის ჭიქა
კარაქი (ცომისათვის) - 150 გრამი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ნიგოზი - 1 ჩიას ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი...
კარტოფილი და ვაშლი გავასუფთავოთ, გა...
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად; ...
გავთალოთ კარტოფილი და ხახვი და მოვხ...
ლობიო გავასუფთავოთ და ღერები დავტეხ...
სალათისათვის საჭირო ჭურჭელს წავუსვა...