კატალოგი
ტორტი ხილის (მეორენაირად)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ათი კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ ორ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ 400 გრამი დარბილებული კარაქი, ორი ქილა არაჟანი (400 გრამი), სოდა - გახსნილი ძმარში, ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (4-5 ჩაის ჭიქა), რომ გამოვიდეს ნაზი ცომი.
გამოვაცხოთ ოთხი ფირფიტა, მათ შორის ერთი პატარა - დასაფხვნელად და ზემოდან მოსაყრელად; წავუსვათ ვაშლის პიურე და ფირფიტები ერთმანეთზე დავალაგოთ; მესამე ფირფიტაზე წასმულ ვაშლის პიურეს მოვაყაროთ დაფხვნილი ფირფიტა.
ვაშლის პიურე მოვამზადოთ შემდეგნაირად: ავიღოთ 2 კილოგრამი ვაშლი (უკეთესია "ანტონოვკას" ჯიშის), გავფცქვნათ, დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და დავდგათ ცეცხლზე, სანამ კარგად ჩაითუთქება; დავამატოთ 3-4 ჭიქა შაქრის ფხვნილი და წამოვადუღოთ რამოდენიმე წუთი. შეიძლება არომატისათვის ჩავამატოთ დარიჩინი.
მასალა:
კვერცხი - 10 ცალი
შაქრის ფხვნილი - 6 ჩაის ჭიქა
არაჟანი - 400 გრამი
კარაქი - 400 გრამი
ფქვილი - 4-5 ჩაის ჭიქა
ვაშლი - 2 კილოგრამი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
დარიჩინი - გემოვნებით
მასალა ვაშლის პიურესათვის:
ვაშლი - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
დარიჩინი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭ...

ძმარს დავამატოთ დანაყილი პილპილი და...

სიმწიფეში შესული საღი, მწვანე პამიდ...

ანანასი, ბანანი და ვაშლი დავჭრათ კუ...

მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყ...

ფქვილი გავცრათ, ავთქვიფოთ კვერცხი, ...