კატალოგი
ტორტი ფორთოხლით
15 კვერცხის გული შაქრის ფხვნილთან ერთად კარგად ავთქვიფოთ. წინასწარ ერთი საათის განმავლობაში ვხარშოთ სამი ცალი საშუალო სიდიდის ფორთოხალი, კანიანად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ავიღოთ სამი ჩაის ჭიქა დაფხვნილი ტკბილი ორცხობილა, სამი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, 1 სუფრის კოვზი სოდა გავხსნათ ძმარში, დავასხათ კარგად ათქვეფილი ცილები და ყველაფერი კარგად ავურიოთ. მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა გაცივდება გავჭრათ შუაზე, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, წავუსვათ კრემი ზემოდან და გვერდებზე და მოვრთოთ კრემით, ან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი და დაფხვნილი შოკოლადი. შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მოხარშული, ასევე შესქელებული რძითა და კარაქით მომზადებული კრემი. მასალა: კვერცხი - 15 ცალი შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა ორცხობილა - 3 ჩაის ჭიქა ფორთოხალი - 3 ცალი ნიგოზი - 3 ჩაის ჭიქა სოდა და ძმარი - თითო სუფრის კოვზი