კატალოგი
ღვეზელი მოხარშული, დაკეპილი ხორცით
ბეჭდვა |
საქონლის ხორცის რბილი ნაჭერი მოვხარშოთ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ერბოში შეწითლებამდე. ჩავყაროთ დაკეპილი ხორცი და კარგად ავურიოთ. ბულიონში გავხსნათ შავი პილპილი, მარილი და დავასხათ ხორცის სატენს, კარგად მოვშუშოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, გავფცქვნათ, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ ხორცთან. შეგვიძლია წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ქინძიც ავურიოთ.
ღვეზელის ცომის მომზადების წესი:
კვერცხები კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ მაწონი; ერთი ჩაის კოვზი საჭმელ სოდა გავხსნათ ერთი სადილის კოვზ ძმარში და კარგად ავურიოთ. კარაქი დავადნოთ ნელ ცეცხლზე და ოდნავ თბილი დავამატოთ. მოვზილოთ ნაზი ცომი. გავაჩეროთ ერთი-ორი საათი თბილ ადგილას, რომ კარგად აფუვდეს. გავყოთ ცომი ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, ზემოდან დავადოთ ხორცის სატენი, ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ, დავაფაროთ ხორცის სატენს, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.
მასალა:
შიგთავსისათვის
ხორცის რბილი ნაჭერი - 1 კილოგრამი
ხახვი - 200 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
მარილი, შავი პილპლი - გემოვნებით
ცომისათვის
მაწონი - 0,5 ლიტრი
კვერცხი - 3 ცალი (მათ შორის 1 გული ზემოდან წასასმელად)
კარაქი - 100 გრამი
პოპულარული რეცეპტი
ხორცი დავჭრათ ნაჭრებად. ფქვილის, წყ...
ძროხის ხორცის ფილეს მოვაყაროთ მარილ...
კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, მოვაცილ...
ქვაბში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავ...
200 გრამ ხაჭოს დავამატოთ 100 გრამი ...
წყალი წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი...