კატალოგი
ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური
| ბეჭდვა |
მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელის ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ცოტა სოდა, გადმოვაბრუნოთ, რომ სოდა თანაბრად განაწილდეს ცომზე, გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა. ასე გავიმეოროთ სამჯერ. ბოლოს მოვაყაროთ ფქვილი, დავაფაროთ სუფთა ტილო და სითბოში გავაჩეროთ.
მოვჭრათ ცომი სასურველი ზომის ხაჭაპურისათვის, გავაბრტყრლოთ, მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე, დავაფაროთ სახურავი; როცა ერთი მხარე გამოცხვება, გადავაბრუნოთ და მეორე მხარე გამოვაცხოთ თავდაუხურავად. ხაჭაპური გადმოვიღოთ თეფშზე და ცხელ-ცხელს წავუსვათ კარაქი.
ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში ორი-სამი დღე.
ყველის მომზადება: იმერული ან ქართული ყველი ბრტყელ ნაჭრებად დავჭრათ, დავასხათ წყალი და გავაჩეროთ წყალში. მერე კარგად გავწუროთ და ავურიოთ შიგ კვერცხი (შეიძლება უკვერცხოდაც).
მასალა:
მაწონი - ნახევარი ლიტრი
პურის ფქვილი - საჭირო რაოდენობის
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ყველი - 500 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
პოპულარული რეცეპტი

დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...

ქამბალა ერთი-ორი საათით დავალბოთ თბ...

თევზის ფილე დავჭრათ თითის სისქის ზო...

ავიღოთ კეფალი ან ლოქო, გავანთავისუფ...

იმერული ყველი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრე...

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭ...


