კატალოგი
ტაფაზე გამომცხვარი მჭადი
| ბეჭდვა |
3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ 1,5 ჩაის ჭიქა თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი.
მრგვალი ტაფა დავდგათ ცეცხლზე, როცა გაცხელდება დავდოთ ცომი, ხელით მოვასწოროთ, დავახუროთ სახურავი და ვაცხოთ ნელ ცეცხლზე. ერთი მხარის გამოცხობის შემდეგ გადავაბრუნოთ და თავღია დავტოვოთ. როცა გამოცხვება, სუფრაზე მივიტანოთ ცხელ-ცხელი.
მჭადის ასეთივე ცომისაგან შეიძლება პატარ-პატარა მოგრძო ფორმის მჭადები გამოვაცხოთ აირღუმელში. ამისთვის თუნუქის ფურცელზე, დავალაგოთ პატარ-პატარა ცომები, შევდგათ გახურებულ აირღუმელში, შემდეგ მოვუკლოთ და ნელ ცეცხლზე ვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელ-ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე.
პოპულარული რეცეპტი

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრ...

1 ჩაის ჭიქა ბრინჯი გავარჩიოთ, კარგა...

გარეცხილი ცხვრის ხორვიც რბილი ნაჭერ...

4 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭი...

ქათამი გამოვშიგნოთ და წავუსვათ მარი...

ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრ...


