კატალოგი
გოზინაყი
| ბეჭდვა |
ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე, რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება.
ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და ცეცხლზე შევდგათ. დუღილის დროს თაფლი აქაფდება და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთი-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქრებულ სინაზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.
მასალა:
ნიგოზი - 500 გრამი
თაფლი - 250 გრამი
შაქრის პუდრა - 3-4 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი

სტაფილო, ხახვი, ოხრახუშის ძირი გავა...

ფქვილის, შაქრის, მცენარეული ზეთისაგ...

გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრ...

გათლილი, გულგამოცლილი და დაჭრილი კო...

რძე, კვერცხები, შაქარი და ფქვილი კა...

ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დროჟი გავხსნ...


