კატალოგი
პუდინგი ჟელატინით
| ბეჭდვა |
250 გრამი მდუღარე რძეში ჩავყაროთ ნახევარი ღვინის ჭიქა მანანის ბურღული, მოვხარშოთ; დავამატოთ მარილი, ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი; გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალში დამბალი ჟელატინი, ჩავყაროთ ცოტა მარილი და გავაცივოთ.
გაცივებული მასა მიქსერით ვთქვიფოთ, დავამატოთ 200 გრამი არაჟანი და კვლავ კარგად ავთქვიფოთ.
ავიღოთ 200 გრამი ხილი: ხენდრო, ალუბალი, ატამი (ალუბალს კურკა გამოვაცალოთ, ატამი დავჭრათ), დავაწყოთ ჩაღრმავებულ ფაიფურის ჭურჭელზე. ზემოდან მოვასხათ გათქვეფილი მასა და რამოდენიმე საათით შევდგათ მაცივარში.
სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ხილის წვენი, მურაბის წვენი ან შაქრის ვაჟინი, ვაჟინის მოსამზადებლად 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი გავხსნათ ნახევარ ჭიქა წყალში და ავადუღოთ. ბოლოს გავწუროთ დოლბანდში.
პოპულარული რეცეპტი

წინა დღით მოხარშული კარტოფილი გავხე...

თითოეულ თიხის ჯამში მოვათავსოთ თხლა...

შაქარი და კაკაო შევურიოთ ერთმანეთს....

სკუმბრია გავასუფთავოთ, ჩავდოთ დაბალ...

სადილი ისტორიულ ეპოქაში...

წყალი წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი...


