კატალოგი
წითელი პამიდვრის საწებელი
| ბეჭდვა |
პამიდორი გავრეცხოთ და კარგად გავაშროთ. ასევე გადავარჩიოთ ბულგარული და წითელი მწვანე წიწაკა, გამოვაცალოთ თესლი, გავრეცხოთ და გავაშროთ; ეს ყველაფერი ნიორთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავამატოთ ძმარი და მარილი, კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ მეორე დღემდე, ჩავასხათ ბოთლებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.
მასალა:
პამიდორი - 5 კილოგრამი
ბულგარული წიწაკა - 1,5 კილოგრამი
ნიორი - 250 გრამი
წითელი, მწარე წიწაკა - 200 გრამი
ძმარო - 0,5 ლიტრი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დ...

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...

ცხვრის ხორცის ბუღლამა ბადრიჯნით ისე...

კერძის მომზადების წინა ღამეს ღორის ...

ღვიძლი ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქ...

ნახევარი პორცია კარტოფილი გავასუფთა...


