კატალოგი
კიტრისა და პამიდვრის სალათა
| ბეჭდვა |
საღი, ქორფა კიტრი გავთალოთ, დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, ავიღოთ სასალათე ჭურჭელი და დაჭრილი კიტრი ჭურჭლის ნაპირზე, ირგვლივ შემოვალაგოთ გვირგვინის მსგავსად.
მაგარი, მწიფე წითელი პამიდორიც დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და კიტრის გვირგვინს შუაგულში შემოვალაგოთ ლამაზად. ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, კამა, დავჭრათ წვრილად და მოვაყაროთ დაჭრილ სალათს. დავასხათ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი და ცოტა ძმარი, მოვაყაროთ მარილი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
მასალა:
კიტრი - 0,5 კილოგრამი
პამიდორი - 0,5 კილოგრამი
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
მწარე წიწაკა - 1 ცალი
მწვანე ხახვი, მწვანილი - 3-3 ძირი
ზეთი - 3 სუფრის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცს დავასხათ 2 ½ ლიტრი ცივი მარილ...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვხრაკო...

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, მო...

ხორცი ჩავდოთ ცივ, მსუბუქად დამარილე...

ავურიოთ ერთმანეთში შვრიის, ფქვილი, ...

მოვამზადოთ პიურე მშრალი ყვითელი მუხ...


