კატალოგი
სალათა მწვანე ბარდისაგან
ბეჭდვა |
მოვხარშოთ კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი; როცა გაცივდება, კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ პატარა კუბიკების მსგავსად, ასევე დავჭრათ წვრილად კიტრის მწნილი; გავხსნათ დაკონსერვებული მწვანე ბარდა, გადავწუროთ, გადავავლოთ ცხელი წყალი, კარგად გავწუროთ.
დიდ თასში მოვათავსოთ ერთად მწვანე ბარდა, კარტოფილი, სტაფილო, კიტრის მწნილი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, ქინძი, დანაყილი შავი პილპილი, მარილი, დავასხათ ერთნახევარი ქილა მაიონეზი და ფრთხილად ავურიოთ. მოვათავსოთ ეს მასა სასალათეზე, ზემოდან დავასხათ დარჩენილი ნახევარი ქილა მაიონეზე და დანით ლამაზად შევასწოროთ. მოხარშული კვერცხი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და სალათი გავაფორმოთ. მოხარშული კვერცხით შეგვიძლია გავაკეთოთ გვირილის მსგავსი ყვავილები და გავაფორმოთ ოხრახუშის ტოტებით.
მასალა:
კარტოფილი - 0,5 კილოგრამი
კვერცხი - 3 ცალი
მაიონეზი - 2 ქილა
სტაფილო - 300 გრამი
მწვანე ბარდა - 1 ქილა
კიტრის მწნილი - 2-3 ცალი
მწვანილი - 3-3 ძირი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
პალატშინკენი ჩავაწყოთ კარაქწასმულ ფ...
გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი ერთ...
ბრინჯი 5 სათის განმავლობაში წყალში ...
თუ ღორის ბარკალი ძალიან მარილიანია,...
ავთქვიფოთ კვერცხის გულები, დავამატო...
კომბოსტო სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ...