კატალოგი
მწვანე ლობიო ერბო-კვერცხით
| ბეჭდვა |
ახალი მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ 3-4 ნაწილად, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი (მდუღარე), რომ ლობიოს ოდნავ ფარავდეს. დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა ლობიო მოიხარშება, ჩავაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, რეჰანი, ტარხუნა, ქონდარი, კამა, ოხრახუში, ჩავასხათ ერბო, ავურიოთ კარგად და მოვშუშოთ. ბოლოს დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი, რამოდენიმე ადგილას დანით ჩავჩხვლიტოთ, რომ კვერცხმა შიგნითაც გაუაროს, ზემოდან მოვასწოროთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მასალა:
მწვანე ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 3-4 თავი
რეჰანი - 6 ძირი
ტარხუნა - 4 ძირი
ქონდარი - 5 ძირი
კამა - 4 ძირი
ოხრახუში - 4 ძირი
ერბო - 150 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გავაცხელოთ ცხიმი, მოვხრაკოთ მასში ხ...

ფქვილის, კვერცხისა და რძისაგან მოვა...

გადარჩეული, გარეცხილი, მაგარი, წითე...

ბატი გამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხო...

ხორცი დავჭრათ 2X4 სმ ზომის ნაჭრებად...

დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...


