კატალოგი
შემწვარი ხახვი ნიგვზით
| ბეჭდვა |
ხახვი გავასუფთავოთ, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ ცხელ აირღუმელში. როდესაც ხახვი შეწითლდება და დარბილდება, გამოვიღოთ, დავჭრათ რგოლებად და დავალაგოთ ლანგარზე.
წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი; გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წმინდად დაჭრილი მწვანილი - ქინძი, კამა, პიტნა, მარილი, ბროწეულის მარცვლები და ასე ავურიოთ. ყველაფერი ეს მოვასხათ დაჭრილ ხახვს, ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი კამა და ბროწეულის მარცვლები.
მასალა:
ხახვი - 0,5 კილოგრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ბროწეული - 1 ცალი
ნიორი - 2-3 კბილი
მწვანილი - 3-3 ძირი
ძმარი, ზაფრანა, სუნელი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ; ც...

ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი, ჩ...

ერთნახევარი ჩაის ჭიქა ცივი წყლით, 1...

კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, და...

ნაჭრებად დაჭრილი ხორცი ჩავუშვათ ქვა...

ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ...


