კატალოგი
წითელი პამიდორი ნიგვზით
| ბეჭდვა |
ახალი, საღი პამიდვრები გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ თითოეული (ნივრის კბილების მსგავსად) ექვს ან რვა ნაწილად და მოვათავსოთ შესაფერის ღრმა ჭურჭელში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), სუნელი. გავხსნათ ცოტა ძმარში, დავამატოთ მარილი გემოვნებით და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა. აღნიშნული მასალა დავასხათ დაჭრილ პამიდორს და ნელა ავურიოთ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
მასალა:
პამიდორი - 0,5 კილოგრამი
ნიგოზი - ¾ ჩაის ჭიქა
ნიორი - 1-2 კბილი
მწვანილი - 3-3 ძირი
ძმარი, სუნელი, ზაფრანა, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ც...

ქორფა ღანძილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ...

ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, კარგად ავთქვ...

ხახვი და დასრესილი ნიორი შევბრაწოთ,...

ახალგაზრდა ხოხობი გავრეცხოთ, ფეხები...

კარაქი და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად, ...


