კატალოგი
ინდოეთი
ბეჭდვა |
ერთიანი ეროვნული ინდური სამზარეულო პრაქტიკულად არ არსებობს. კლიმატსა და რელიგიურ წესებს დიდი წვლილი შეაქვთ ინდოეთის ქვეყნების კულინარიაში. მრავალი ინდოელი მკაცრი ვეგეტარიანელია, ზოგიერთი საერთოდ არ მიირთმევს კვერცხს ან თევზს. კვების სხვა პროდუქტები მარტივია: ბრინჯი, ფაფები, იოგურტი, ბოსტნეული, ხილი. შესაწვავად აქ იყენებენ ქოქოსის ზეთს ან კამეჩის რძისაგან დამზადებულ ცხიმს. განსაკუთრებულ ინდურ კერძებს რა თქმა უნდა სანელებლები სძენს. ეს ცხარე სანელებლები ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
მაგრამ მილიონობით ინდოელები არ იცნობენ ჭეშმარიტ ინდურ სამზარეულოს, მათთვის 1 თეფში ბრინჯი ხშირად მთელი დღის საკვებს წარმოადგენს.
თუმცა ინდური სამზარეულო ხომ ერთ-ერთი ყველაზე ოსტატური და უძველესი სამზარეულოა. ინდოელი მზარეულები ყოველდღიურად ამზადებენ სანელებლებს, ურევენ წყალში და ამზადებენ საწებლებს. ეს თითქმის რიტუალია. ინდოელები ტყუილად არ თვლიან, რომ კერძების მზადების ნიჭი ადამიანს ღმერთისაგან ეძლევა.
პოპულარული რეცეპტი
სოუსის პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთ...
ცოცხალი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთ...
ქათამი ან იხვი კარგად გავასუფთავოთ,...
გელაქნური მოვხარშოთ ჩვეულებრივი წეს...
სოკო დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, ვშუშოთ...
კარგად გასუფთავებული, გარეცხილი ფრი...