კატალოგი
ეკალა ტყემლით
| ბეჭდვა |
ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ეკალა ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვათავსოთ ცივ-წყლიან ჭურჭელში (წყალი ეკალას უნდა ფარავდეს) და გავაჩეროთ შიგ 40-60 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ.
ტყემალი მოვხარშოთ გადავიტანოთ საწურზე წვენიანად და გავხეხოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი, კამა, ომბალო, ნიორი, წიწაკა, მარილი, შევურიოთ გაწურულ ეკალას, გადავიტანოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
ეკალა - 500 გრამი
ტყემალი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი - 4-5 ღერი
კამა - 8-10 ღერი
ომბალო - 5 ღერი
ნიორი - 2-3 კბილი
წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ქორფა, თეთრი სოკო გავარჩიოთ სუფთად,...

გადარჩეული, გარეცხილი, მაგარი, წითე...

კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, გადავავ...

გასუფთავებული, გამოშიგნული ქაშაყი გ...

კალმახი გავასუფთავოთ და გამოვრეცხოთ...

კარტოფილი...


