კატალოგი
ახალი თეთრი სოკო კვერცხით
| ბეჭდვა |
ქორფა, თეთრი სოკო გავარჩიოთ სუფთად, მოვაჭრათ ძირები, თითოეული დავჭრათ, მოვშუშჴთ ძლიერ ცეცხლზე, კარაქში. ჩავამატოთ ცალკე კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, შევაზავოთ დაკეპილი ახალი ქინძით, კამით, ოხრახუშით, შავი პილპილით, მარილით. როცა მზად იქნება, ზემოდან გადავასხათ გათქვეფილი კვერცხი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მასალა:
სოკო - 500 გრამი
კარაქი - 50 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
ხახვი - 2-3 თავი
მწვანილი - 3-3 ძირი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

8-10 ცალი საშუალო სიდიდის ფორთოხალი...

ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად, დ...

კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მ...

ომლეტისათვის მოვზილოთ ცომი ფქვილის,...

ხაჭოს ხინკლის ცომი მზადდება იგივე წ...

2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...


