კატალოგი
ბადრიჯანი ნიგვზის სატენით
| ბეჭდვა |
ბადრიჯანი ჩავჭრათ სამი-ოთხი სანტიმეტრის სიგრძეზე. როდინში დავნაყოთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი. დამზადებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯნის ჩაჭრილი სივრცე, დავაწყოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, სახურავი დავახუროთ და შევწვათ ყოველი მხრიდან. დავალაგოთ ლანგარზე და ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ცხიმი - 100 გრამი
ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყ...

ხორცი ვხარშოთ დარბილებამდე, ვაცალოთ...

4 კვერცხისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნ...

½ ლიტრ წყალში გავხსნათ ღვინის ძმარი...

ავიღოთ მთლიანი ძროხის ბეჭი საკნატელ...

2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...


