კატალოგი
შემწვარი თირკმელი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
თირკმელი დავალბოთ წყალში ერთი საათით, შემოვაცალოთ ზედმეტი ქონი და კანი. დავჭრათ ბრტყელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ გაცხელებულ კარაქიან ტაფაზე. როდესაც კარგად გაწითლდება, ჩავალაგოთ ფართოძირიან ქვაბში, ზევიდან დავაყაროთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ტარხუნა, ოხრახუში, მარილთან ერთად დავნაყოთ ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), გავხსნათ ხორცის წვენში და დავასხათ თირკმელს. ქვაბს დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ თავისივე ორთქლში. ასეთნაირად მომზადებული თირკმელი გადავიტანოთ ტაფაზე, ზევიდან მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
მასალა:
თირკმელი - 1 კილოგრამი
კარაქი - 100 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
ხახვი - 4-5 თავი
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
მწვანილი, ყვითელი ყვავილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ერთ ჩაის ჭიქა მურაბას დავასხათ სამნ...

ყველაფერი ერთად, ყველაფერი ერთად!...

ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ...

ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად,...

გასუფთავებული, გარეცხილი ქათმის კუჭ...

მუხუდო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავა...