კატალოგი
გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით
| ბეჭდვა |
კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, (ხმელი) სუნელი, ნიორი, გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.
მასალა:
კუჭმაჭი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2-3 თავი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ქონდარი - 5-6 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2 კბილი
ბროწეული - 1 ცალი
წიწაკა, ყვითელი ყვევილი, ქინძი, სუნელი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

სკუმბრია გავასუფთავოთ, ჩავდოთ დაბალ...

3 ჭიქა წყალში მოვხარშოთ ბრინჯი. გას...

კიტრი გავთალოთ, მოვაშოროთ თესლი, და...

ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შე...

თევზის ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენი...

3 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 3...


