კატალოგი
ღორის კუჭმაჭი
| ბეჭდვა |
კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ცხიმში მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ, დავუმატოთ კუჭმაჭს და კარგად მოვხრაკოთ თავისივე გამოყოფილ ცხიმში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით, ქონდარით (შეიძლება ხმელი ქონდარიც), ქინძით.
სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.
მასალა:
კუჭმაჭი - 1 კილოგრამი
ღორის ქონი - 200 გრამი
ხახვი - 5-6 თავი
ქონდარი - 8-10 ძირი
ქინძი - 4-5 ძირი
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მსხვილი, თეთრი ლობიო ჩავდგათ წყალში...

დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...

ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...

ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმა...

რუსული სალათა...

2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...


