კატალოგი
ღორის შიგნეულისაგან მომზადებული კუპატი
| ბეჭდვა |
ღორის ნაწლავები ჩამდინარე წყალზე გავრეცხოთ, შემდეგ შუაზე გავჭრათ სიგრძით და კიდევ კარგად გავრეცხოთ. ნაწლავებს სუფრის მარილი დავაყაროთ, კარგად გავწმინდოთ და თან ვრეცხოთ; შემდეგ სიმინდის ფქვილით გავასუფთავოთ და ვრეცხოთ. გასუფთავებული ნაწლავები დანარჩენ შიგნეულობასთან (გული, ღვიძლი, თირკმელები) ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ (ძალიან არ უნდა ჩაიხარშოს). დავნაყოთ წიწაკა, მარილი, ნიორი, ქონდარი, ქინძი (გამხმარი) და ერთმანეთში ავურიოთ. მოხარშული შიგნეულობა ამოვიღოთ ქვაბიდან და დავჭრათ ძალიან წვრილად. შიგ ავურიოთ აღნიშნული სანელებლები და მარცვლებად დარჩეული ბროწეული (ან კოწახური).
წინასწარ გასუფთავებულ, გარეცხილ ნაწლავს წამოვაგოთ განიერძირიანი ძაბრი, რომლის საშუალებითაც ნაწლავი ამოვავსოთ გამზადებული შიგნეულით. თითოეული კუპატისათვის ნაწლავი შიგნეულით ამოვავსოთ 20-30 სანტიმეტრი სიგრძეზე. თითოეულ კუპატს თავი და ბოლო შევუერთოთ და შევკრათ მომსხო ძაფით. მომზადებული კუპატები მდუღარეწყლიან ქვაბში ჩავუშვათ, მაშინვე უკან ამოვიღოთ და დავკიდოთ. კუპატის მოთავსება მდუღარე წყალში საჭიროა იმიტომ, რომ ნაწლავის შიგნით ცარიელი სივრცე შეივსოს.
ასეთი წესით მომზადებული კუპატი შევწვათ და მივიტანოთ სუფრაზე.
პოპულარული რეცეპტი

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...

შმიორებროდი, ეს არის ბუტერბროდის ნა...

წვრილად დაჭრილი ხავხი მსუბუქად შევა...

მსუქანი ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი ...

შევწვათ კარგი ჯიშის მთელ-მთელი ვაშლ...

ცხვრის ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხო...


