კატალოგი
ხორცის ტოლმა
| ბეჭდვა |
ხორცის რბილი ნაჭერი ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ მარილი პილპილი, უმი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი, გათქვეფილი კვერცხი და ერთად კარგად ავზილოთ.
კომბოსტოს თავი სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, მოვაჭრათ მაგარი ნაწილები, ჩავდოთ ადუღებულ წყალში და 3-5 წუთის განმავლობაში გავთუთქოთ. შემდეგ თითოეულ კომბოსტოს ფოთოლში შევახვიოთ გამზადებული ხორცის გუფთები, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ძვლებისაგან მიღებული ბულიონი ან ცოტა წყალი, დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული პამიდორი (ან ერთი ჭიქა ტომატი) და დავდგათ მოსახარშად. როცა მზად იქნება, ლანგარზე ამოვალაგოთ და ზედ თავისი ნახარში წვენი დავასხათ.
მასალა:
რბილი ხორცი - 1 კილოგრამი
ბრინჯი - 0,5 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
კვერცხი - 2 ცალი
კომბოსტო - 1 კილოგრამი
პამიდორი - 1 კილოგრამი
მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

პურის ბატონი დავჭრათ თითის სისქის ნ...

იმერული ყველი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრე...

გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ან...

ბატი გამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხო...

დავჭრათ კარაქი მომცრო ნაჭრებად, მივ...

პალატშინკენი ჩავაწყოთ კარაქწასმულ ფ...


